11 000 ლარი 2 ავტომობილის შესაკეთებლად - მერიის ტენდერი

10 იანვარი 2020, 12:51 2432 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია მის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA FORTUNER-ის და საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA PRADO-ს ტექნიკური მომსახურება/შეკეთებისთვის ტენდერს აცხადებს.

კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ ტენდერში გაწერილ პირობებს დააკმაყოფილებს მერია მზადაა მას 11 000 ლარი გადაუხადოს.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ავტომობილები 2009 და 2011 წელს შეიძინა.

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ ტენდერი მერიის ბალანსზე რიცხულ სხვა მანქანებზეც გამოცხადდება, თუმცა ეტაპობრივად.

"გამოცდილებამ აჩვენა, რომ რამდენიმე ავტომობილის მომსახურების ერთდროულად შესყიდვის დროს ტენდერი ჩავარდა. ტენდერი გამოცხადდება რუსული წარმოების "ნივებზეც", რომლებიც ასევე მერიის ბალანსზეა, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებული მიდგომა იქნება გამოყენებული"- ამბობენ ხულოს მერიის შესყიდვების სამსახურში.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საკუთრებაში ან/და დროებით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვის ცენტრი ქ. ბათუმში.

ავტომობილის მომსახურება გაწეული უნდა იყოს დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. მიმწოდებლის მიერ შეცვლილ ან/და შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს 6  თვის განმავლობაში.

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5  სარემონტო სექცია  ან/და ავტომანქანების ამწე.

ელეტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა ავტომობილებს უნდა გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება: ა) პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება; ბ) ავტომობილის ოპერატიული შეკეთება. ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: - სავალი ნაწილებისათვის ერთიდან ორ დღემდე; - მცირე რემონტი მაქსიმუმ ორი სამუშაო დღე. ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო ერთიდან თხუთმეტ დღემდე, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა არაუმეტეს 25 კალენდარული დღე.

ხულოს მერიის ბალანსზე 11 ავტომობილი ირიცხება. გასულ წელს ავტოპარკის ტექნიკური მომსახურებისთვის ჯამში მერიამ 20 000 ლარი დახარჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში