ბათუმში ხვალ ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიკლებს

08 იანვარი 2020, 11:09 898 ნახვა

ფოტო: მამუკა დარჩია

ხვალ აჭარის სანაპირო კურორტებზე იწვიმებს მთაში კი მოსალოდნელია თოვლი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

კონკრეტულად 9 იანვარს:

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. იწვიმებს.იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი 15-20 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +10 გრადუსი იქნება;

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდები. წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +9;

შუახევი - ასევე დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება მოსალოდნელი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +4;

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით 0 დღისით +2;

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +4;

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდები. მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -6 დღისით -4.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში