მუფთის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ბათუმის ორთაჯამესთან უცნობი პირები დაემუქრნენ

28 დეკემბერი 2019, 15:08 1339 ნახვა

მუფთის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ბათუმის ორთაჯამესთან უცნობი პირები დაემუქრნენ,რომლებიც მისი ვარაუდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. თემურ გორგაძე მიზეზად, ახალი მუფთის არჩევისას მისი და თანამოაზრეების  მხრიდან პროტესტის გამოთქმას ასახელებს.

მისივე თქმით, ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" დაარსებიდან სპეცსამსახურები აკონტროლებენ. ბრალდებას არ ეთანხმენა, სრულიად საქართველოს ახალი მუფთი. ადამ შანთაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მეჯლისის 19-ვე წევრმა მიიღო და მან ხმათა უმრავლესობა  მიიღო. იგი მუსლიმთა მრევლის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად სამუფთოში თანამდებობები დატოვეს, ერთიანობისკენ მოუწოდებს.  

ადამ შანთაძემ მუსლიმთა საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მიიღო, წინააღმდეგ კი საბჭოს 2 წევრი წავიდა. პროტესტის ნიშნად თანამდებობა სამუფთოს სამმა თანამშრომელმა დატოვა. მათ შორის იყო: ყოფილი მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე, სამუფთოს პრესსამსახური ოთარ ნადირაძე და სამუფთოს განათლების დოგმატიკის ხელმძღვანელი რეზო მიქელაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში