ანატოლი ბიბილოვი სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღებას ითხოვს

27 დეკემბერი 2019, 18:07 446 ნახვა

ანატოლი ბიბილოვის მუქარა და შანტაჟი დღეს პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოების აღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერასდროს გადავა.

ეს განცხადება ბიბილოვმა ახალგორში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა. მათმა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში