ბათუმი სტუდენტურ ფესტივალს მასპინძლობს

09 ნოემბერი 2019, 11:26 1112 ნახვა

ბათუმი სტუდენტურ ფესტივალს მასპინძლობს. 2 დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობები იმართება.

დღეს 16:00 საათიდან, პარკში შეჯიბრებები ჩატარდება.  ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს კოქტეილების მომზადებაში, კლდეზე ცოცვაში დაუპირისპირდებიან. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთების სტენდებიც. 

"დღეს 16:00 საათზე დაიწყება სახალისო შეჯიბრებები. გვექნება ცოცხალი მუსიკაც, დიჯეიც.ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდება"-ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.

ფესტივალი "ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის" ორგანიზებით  პირველად ტარდება და მასში 8 უნივერსიტეტი მონაწილეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში