უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები კინოთეატრებში

08 ნოემბერი 2019, 18:27 420 ნახვა

მთავარი ეპიცენტრი დღეს კინოთეატრი ამირანია.  სადაც პოლიცია დილიდანაა მობილიზებული. სამართალდამცველებს კინოთეატრის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული. ავტომანქანების სადგომი კი პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული. შეკრებილები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, რასაც გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს ხელისუფლება, თუმცა ამბობენ, რომ ასევე უნდა იყოს დაცული იმ ადამიანების უფლებებიც, რომელთაც  ფილმის ნახვა სურთ.  და ასეთი ადამიანი ბევრია, რაზეც ისიც მიანიშნებს, რომ ყველა ბილეთი პრემიერამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა. საზოგადოების ეს ნაწილი ამბობს, რომ ცენზურა დაუშვებელია და მხარს უჭერენ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც დღეს პრემიერაზე დასწრებას არ აპირებს. შეფასებებს ფილმზე მოგვიანებით უფრო ვრცლად გაგაცნობთ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში