ყოფილ პრეზიდენტს დაცვა მოუხსნეს

17 ოქტომბერი 2019, 18:03 270 ნახვა

გიორგი მარგველაშვილს ორ თვეში სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. შესაბამისი უწყების განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების აუცილებელი გარემოება არ არსებობს. ამ საკითხზე კომენტარი თავად გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების უკვე სტანდარტულ ტრადიციაზე საუბრობს. თეონა თურმანიძე განაგრძობს თემას, თეონა რა შეფასებები გაკეთდა საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან და უფრო ვრცლად, რომ გვითხრა რაზე საუბრობს ყოფილი პრეზიდენტი?

სახელმწიფოს დაცვის სამსახურმა გაანალიზა საფრთხეები და დაასკვნა რომ ყოფილ პრეზიდენტს არაფერი და არავინ დაემუქრება თუ დაცვის გარეშე ივლის, ასეთია უწყების ინფორმაცია.  ყოფილ პრეზიდენტს კანონში გაჩენილი ჩანაწერი არ აკვირვებს, ამის საფუძველს აძლევს 5 წლის წინ პრეზიდენტის ინსიტიტუციის შესუსტების მცდელობების დაწყება.

გიორგი მარგველაშვილი იხსენებს, მის გამოსვლას პარლამენტში, როცა უმრავლესობა მას არ დაესწრო, ასევე უშიშროების საბჭოს გაუქმებას, საერთაშორისო ვიზიტებზე პრეზიდენტის დაბლოკვისა და ვეტოს უფლების წართმევას.  იცით, რომ  უმრავლესობამ არა ერთხელ დაუწუნა პრეზიდენტს ვეტოს  გამოყენება და მას დაძლევით უპასუხა. მარგველაშვილი ამას აბსოლუტურად არ განიხილავს ფინანსურ ჭრილში, რომ ეს რამენაირად ფინანსური ეკონომიით არის  გამოწვეული და ღიად ამბობს, რომ ეს ახლანდელი ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედებაა.

რეგლამენტში ცვლილება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ეკუთვნის, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ არც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და არც პრეზიდენტს დაცვა მოვალეობის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, თუ ამის საფრთხე არ არსებობს არ სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილი ახირებებსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს ოპოზიცია, "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ივანიშვილი წყვეტს ყოფილ თუ მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით რა მოიმოქმედოს, რა მისცენ ან რისი უფლება წაართვას. 

ყოფილი პრეზიდენტის, გარდა, 2020 წლის ივლისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ დაიცავს ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. სწორედ 2020 წლის ივლისში შესრულდება ერთი წელი, რაც ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უშუალოდ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და შეუნარჩუნებს თუ მოუხსნის მას სახელმწიფო დაცვას, ეს რამდნიმე თვეში გაირკევევა.

კიდევ ერთი დეტალი დღეს უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:  “რაღა დროს მარგველაშვილია".  მდინარაძე  ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის რეგლამენტში შესული ცვლილება დღეს არააქტუალურია. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში