დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

05 ოქტომბერი 2019, 20:25 1655 ნახვა

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა.

ქალის უფლებებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, საქმეში საკმარისადაა მტკიცებულებები იმისთვის, რომ მოძალადე დაკავებული იყოს, თუმცა შემთხვევაზე, რომელიც 30 სექტემბერს მოხდა, დეპუტატი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი, მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს. 

არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ინფორმაციის გავრცელებას, როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკურ წრეებში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში