შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

29 სექტემბერი 2019, 11:09 1247 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ჩ., საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი 10 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში