შეძლებს დინამო რევანშისტულად განწყობილი საბურთალოს დამარცხებას საკუთარ კედლებში?

20 სექტემბერი 2019, 11:09 503 ნახვა

დღეს ბათუმის ''დინამო'' საბურთალოს ანგისის საფეხბურთო ბაზაზე უმასპინძლებს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ამ ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' 55 ქულით ლიდერობს. 54 ქულა აქვს თბილისის ''დინამოს'', ხოლო 51 ქულა "საბურთალოს".

თბილისის ''დინამოსა'' და ''საბურთალოს'' ერთი თამაში გამოტოვებული აქვთ და ისინი ერთმანეთს 2 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

შესაბამისად, ბათუმის ''დინამოსთვის'' ამ თამაშის მოგება პრინციპული და მნიშვნელოვანია. წლევანდელი ეროვნული ლიგის გამორჩეული თამაში, 24 აპრილს გაიმართა ბათუმის ''დინამოსა'' და "საბურთალოს" შორის. ბათუმელებმა სახლში "ქამბექი" დადეს და საბოლოო ანგარიში 4-2 დაფიქსირდა.

თამაში დღეს 20:00 საათზე დაიწყება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ "დინამოს" ეკრანებთან, ან სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიის ფბ ლაივში უგულშემატკივროთ.

#ყველამატჩიფინალია - ბათუმელი გულშემატკივრები ამ ლოზუნგით გულშემატკივრობენ "დინამოს", ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი