„სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“

18 სექტემბერი 2019, 13:22 995 ნახვა

ბათუმში კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ორი დღის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი დელეგატების მთავარი სასაუბრო თემა იქნება „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’.  

მონაწილეებს ევროპულ გამოცდილებას, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი გაუზიარებს.  

პრეზენტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი  სტუმრები გამართავენ.  

შეხვედრა ბათუმში,  20 სექტემბერს დაიწყება,  ორგანიზატორი  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში