ჩაქვში 18:00 საათიდან წყალი გაითიშება 

17 სექტემბერი 2019, 16:05 1596 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს ჩაქვში წყალი გაითიშება. წყალმომარაგებაში შეზღუდვები ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დაწესდა.

ჩაქვში, ძველი ქსელის აბონენტებს წყალი დღეს 18:00 საათიდან შეუწყდებათ, ხვალ დილის 08:00 საათზე კი შეზღუდვები მოიხსნება. 

კომპანიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში