ფესტივალი „გლომუსი“ გაიხსნა  

11 სექტემბერი 2019, 21:57 2552 ნახვა

გლომუსი 2019 - ცოტა ხნის წინ ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო მუსიკალური კულტურების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო. 19 სექტემბრამდე  ვორქშოფების და მასტერკლასების ჩატარებაა დაგეგმილი, სადაც უცხოელ და ქართველ სტუდენტებს  საშუალება მიეცემათ გაეცნონ და დაეუფლონ მუსიკის აქამდე უცნობ ეთნიკურ, ჟანრულ, სტილისტურ თუ ტექნოლოგიურ საფუძვლებს. ამასთან ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მუსიკალური ცოდნა და უნარები.

მასტერკლასებს და ვორქშოფებს სიბელიუსის აკადემიის, დანიის სამეფო კონსერვატორიის, თბილისის სახ. კონსერვატორიის და ჩრდილოეთ კაროლინას ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ. პარალელურად კი კონცერტები ბათუმის პიაცაზე, თოჯინების თეატრსა და საზაფხულო თეატრში გაიმართება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში