საშიში ხიდები - ავტომობილები „ჟილინის“ არხში ცვივა  

09 სექტემბერი 2019, 21:27 2020 ნახვა

სახიფათო ხიდები ბათუმში. ხახულის ქუჩაზე არსებული ხიდიდან ავტომანქანა ჟილინის არხში გადავარდა. ხიდს მოაჯირები არ ჰქონდა. მერია პასუხისმგებლობას იცილებს, რადგან სამანქანე გადასასვლელი არა ადგილობრივი მთავრობის, არამედ მოქალაქეების მიერაა მოწყობილი.

ცნობისთვის ამ მონაკვეთში ათობით თვითნებური ხიდია. როგორც ადგილობრივები ამბობენ ეს ერთადერთი გზა გადაადგილების გასამარტივებლად მოიფიქრეს. მანამ სანამ მერია ბიუჯეტში თანხას გამონახავს და კაპიტალურ ხიდს მოაწყობს. დაპირება კი წარსულშიც და დღესაც დღესაც მომავალს ეხება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში