25 ტურის შემდეგ ლიდერები გამოიკვეთნენ - ,,დინამო’’ ბათუმი 49 ქულით პირველ ადგილს იკავებს - ეროვნული ლიგის სტატისტიკა

28 აგვისტო 2019, 11:04 2516 ნახვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში უკვე გაიმართა 25 ტურის მატჩები. ჩემპიონატის ძირითადი ეტაპის უკვე გავიდა და გათამაშება დასკვნითი ფაზისკენ მიდის. ეროვნული ლიგის დასრულებამდე 11 ტური დარჩა.

25 ტურის შემდეგ, ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერები გამოიკვეთნენ - ,,დინამო’’ ბათუმი 49 ქულით  პირველ ადგილს იკავებს. 48 ქულა აქვს  თბილისის ,,დინამოს’’, თუმცა დედაქალაქელებს 1 მატჩი აქვს გამოტოვებული. 

მესამე პოზიციაზე კი მოქმედი ჩემპიონი - თბილისის ,,საბურთალოა’’ 44 ქულით. ,,საბურთალოს’’ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გამო 2 მატჩი აქვთ გამოტოვებული.

ჩემპიონატში ასევე არის აშკარა აუტსაიდერი - თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ სახით. გაზაფხულზე სკანდალში გახვეული ,,ვიტ ჯორჯია’’ ბოლო ადგილზე 17 ქულით იმყოფება და უახლოეს კონკურენტს ,,სიონს’’ 9 ქულით ჩამორჩება.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის 123 მატჩი  335 გოლი გავიდა. საქართველოს ჩემპიონატში  საშუალოდ ერთ მატჩში 2,7 გოლი გადის.

ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი

ყველაზე მეტი, 8 გოლი ერთ შეხვედრაში - ქუთაისის ,,ტოროედოს’’ და  საჩხერის ,,ჩიხურას’’ დაპირისპირებაში გავიდა. წყალტუბოში გამართულ მატჩში რიონისპირელებმა  ზემო იმერლები  5:3 დაამარცხეს.

სწრაფი გოლი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი ირაკლი სიხარულიძეა. ‘’ლოკომოტივის’’ ფორვარდმა ,,რუსთავსს’’ ზუსტად 59-ე წამზე გაუტანა.

ყველაზე დიდი სხვაობით მოგება

ჩემპიონატში ყველაზე დიდი სხვაობით ქუთაისის ,,ტორპედომ’’ მოიგო. ,,ტორპედომ’’ წყალტუბოში ბოლნისის ,,სიონი’’ 7-0 დაამარცხა.

ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში

გასული 25 ტურის მატჩებიდან ერთ მატჩში ყველაზე მეტი, 3 გოლი ორმა ფეხბურთელმა - ბუდუ ზივზივაძემ და ლევან კუტალიამ გაიტანეს. ექს-ტორპედოელმა ჰეთ-თრიკი ‘’სიონთან’’ შეასურლა , ხოლო ,,დინამოელმა’’ კუტალიამ ,,საბურთალოს’’ გაუტანა.

ყველაზე დიდი წაუგებელი სერია

თბილისის ,,დინამოს’’ უკვე 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდმა ბოლოს, 20 მაისს, "საბურთალოსთან’’ წააგო.

ყველაზე დიდი მოგებების სერია

ასევე, ყველაზე დიდი მოგებების სერია თბილისის ,,დინამოს’’  დაუგროვდა. გუნდმა 9 მატჩიანი მოგებათა სერია რამდენიმე დღის წინ ,,რუსთავთან ‘’ შეწყვიტა.

 

ბომბარდირები

ეროვნული ჩემპიონატის მთავარი გოლეადორი, 13 გატანილი გოლით ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძია, რომელმაც თვეზე მეტია საქართველოს ჩემპიონატი დატოვა და უნგრეთში წავიდა. .

1.      ბუდუ ზივზივაძე    ,,ტორპედო’’        - 13 გოლი

2.      ლევან კუტალია     ,,დინამო’’ თბ       - 12 გოლი

3.      ლევან შენგელია   ,,დინამო’’ თბ         -  12 გოლი

4.      ჯოვინო ფლამარიონი ,,დინამო’’ ბთ        - 11 გოლი

5.      ირაკლი სიხარულიძე  ,,ლოკომოტივი’’    - 11 გოლი

 

საგოლე გადაცემები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ყველაზე მეტ საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა, გორის ,,დილას’’ კაბო-ვერდელმა ნახევარმცველმა, ალვინ ფორტესმა მიიღო. გორელთა ცხრიანმა ამ სეზონში 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

1.ალვინ ფორტესი       ,,დილა’’         - 7 საგოლე გადაცემა

2. დავით სამურკასოვის ‘’ლოკომოტივი’’ – 7 საგოლე გადაცემა

3. ნიკა ნინუა             ,,დინამო’’  თბ       -  7 საგოლე გადაცემა

4. დათა სიჭინავა       ,,რუსთავი’’          - 6 საგოლე გადაცემა

5. მიშიკო სარდალიშვილი ,,ჩიხურა’’   - 6 საგოლე გადაცემა

 

მშრალი მატჩები

ეროვნული ლიგის ყველაზე მეტ მატჩში კარის მშრალად შენახვა ,,დინამო’’ ბათუმის მეკარემ მიხეილ ალავიძემ შეძლო. შავიზღვისპირელთა კარის დარაჯმა 11 მატჩში არ გაუშვა გოლი.

1.      მიხეილ  ალავიძე             ,,დინამო’’ ბთ          - 11 მშრალი მატჩი

2.      დემეტრე ბულისკირია ‘’ლოკომოტივი’’       -  10  მშრალი მატჩი

3.      დინო    ჰამზიჩი                ,,ჩიხურა ‘’               - 9  მშრალი მატჩი

4.      ხოსე პერალესი                 ,, დინამო’’ თბ         - 9 მშრალი მატჩი

5.      ომარ მიგინეიშვილი       ,,საბურთალო’’         - 8 მშრალი მატჩი

 

რომელი გუნდი იტანს ყველაზე მეტს

ჩემპიონატში ყველაზე მეტი 48 გოლი თბილისის ,,დინამომ’’ გაიტანა. დედაქალაქელებს ერთი თამაში გამოტოვებული აქვს. ,,დინამო’’ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2 გოლს იტანს.

 

1.      ..დინამო’’  თბილისი   - 48 გატანილი გოლი (24 მატჩი)

2.       ქუთაისის ‘’ტორპედო’’ – 44 გატანილი გოლი (24 მატჩი)

3.      ,,დინამო’’   ბათუმი     - 43  გატანილი გოლი

 

რომელი გუნდი უშვებს ყველაზე ნაკლებს

25 ტურში ყველაზე ნაკლები 22 გოლი ,,დინამო’’ ბათუმმა გაუშვა . აჭარლები საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.88 გოლს უშვებენ.

 

1.      ,,დინამო’’ ბათუმი             - 22 გაშვებული გოლი

2.      ,,დინამო’’ თბილისი          - 25 გაშვებული გოლი (24 მატჩი)

3.      თბილისის ,,საბურთალო’’  - 26 გაშვებული გოლი  (23 მატჩი)

 

გამორჩეული ლეგიონერი

 

მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში გამოსარჩევია ,,დინამო’’ ბათუმის 23 წლის შეტევის ჯოვინო ფლამარიონის თამაში. ბრაზიილიელმა 19 მატჩში 11 გოლის და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

1.      ჯოვინო ფლამარიონი  ,,დინამო’’ ბთ - 19 მატჩში  - 11 გოლი  - 1 საგოლე გადაცემა

2.      ალვინ  ფორტესი           ,,დილა’’            - 24 მატჩი   -   6 გოლი - 7 საგოლე გადაცემა

3.      ოგნიენ როლოვიჩო   ,,საბურთალო’’  -  21 მატჩი    - 6 გოლი

 

ფეხბურთელების გაფრთხილებები

წლევანდელი სეზონში ,,რუსთავის’’ ყოფილი და ‘’სიონის’’ ახალწვეული  ნახევარმცველი ზურაბ ჯაფიაშვილი 20 შეხვედრაში 2 წითელი  და 3 ყვითელი ბარათით გააფრთხილეს.

 

1.      ზურაბ ჯაფიაშვილი ,,რუსთავი ‘’ / ..სიონი’’     -   2 წითელი და  3 ყვითელი

2.      ალექსანდრე გურეშიძე   ,,ლოკომოტივი ‘’         - 1 წითელი და 6 ყვთელი

3.       თორნიკე  თარხნიშვილი    ‘’სიონი’’                    -  9 ყვითელი

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური 29 აგვისტოს დედაქალაქში ,,დინამო არენაზე’’ თბილისის ,,დინამოსა’’ და გორის ,,დილას’’ დაპირისპირებით გაიხსნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში