კვლევების დასრულებამდე „მარნეული“ ტყემლის რეალიზაციას აჩერებს - კომპანიის განცხადება

15 აგვისტო 2019, 23:30 495 ნახვა

კვლევების შედეგად, 6 ქართული კომპანიის აჯიკაში, ტყემალსა და საწებელში საკვებად დაუშვებელი საღებავი აღმოჩნდა. კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანია „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ განცხადბას ავრცელებს. 

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნდა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც  მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით , აღმოჩენილია საკვები პროდუქტებისთვის დაუშვებელი ნივთიერება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ჩვენი ქარხნის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი.
სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია.  ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი.
ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს,
დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს  ვაცნობებთ მომხმარებელს.
პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული  პროდუქტის რეალიზაციას.
ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის" - წერია „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში