საქართველოს წყალბურთელთა 17 წლამდე ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

12 აგვისტო 2019, 10:26 324 ნახვა

17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროს გუნდს შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონატს  თბილისის ოლიმპიურ აუზში მასპინძლობს.

პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:10 მოუგო. 4 გოლი ლუკა გიორგაძემ გაიტანა, 3 - ბესარიონ ახვლედიანმა, 2 - ვალიკო დადვანმა, თითო-თითო კი - გიორგი ერისთავმა, დავით ჩხეიძემ და ლუკა ჩიქოვანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი