ბათუმის ბულვარში აკრძალულ ადგილას ელექტრომობილები და ველოსიპედები გადაადგილდებიან - ზღვისპირა პარკი დღეს /ფოტოამბავი/

18 ივლისი 2019, 11:00 2537 ნახვა

ველომოყვარულთათვის ბათუმის ბულვარში ველობილიკია მოწყობილი. მათთვის  გადაადგილება სწორედ აქ არის დაშვებული.

ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან აიკრძალა. ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო.

გადაწყვეტილების შემდეგ კვადროციკლების მეპატრონეებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. ისინი ამბობდნენ, რომ ელექტრომობილებისა და კვადროციკლების გაქირავება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

მოქალაქეების პროტესტის შედეგად, ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა და ელექტრომობილების მფლობელებს გადაადგილების უფლება ბათუმის დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით და ახალი ბულვარიდან დელფინარიუმამდე მხოლოდ ველობილიკზე დაუშვა.

ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. ახალი რეგულაციების შემდეგ მათი რიცხვი 300-მდე შემცირდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში