ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება ბლექ სი არენაზე 17 აგვისტოს

01 ივლისი 2019, 18:36 315 ნახვა

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება ბლექ სი არენაზე 17 აგვისტოს. კონცერტის პირველ განყოფილებაში შესრულდება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

კომპოზიტორი არამხოლოდ უდირიჟორებს კონცერტს, არამედ თავადაც შეასრულებს სიმღერებს, ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "რუსთავი", ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი