გადასარევია ზაფხული ბათუმში... მოდით ჯერ მინუსებს გადავხედოთ და კენწეროში გავატკბილოთ - გიორგი ლორიას ბლოგი

06 ივნისი 2019, 16:25 254 ნახვა

გადასარევია ზაფხული ბათუმში... მოდით ჯერ მინუსებს გადავხედოთ და კენწეროში გავატკბილოთ - გიორგი ლორიას ბლოგი

ისე, გადასარევია ზაფხული ბათუმში. მოდით ჯერ მინუსებს გადავხედოთ და კენწეროში გავატკბილოთ...  მთავარ მინუსად, მაინც რჩება ამინდი.

ყველამ ვიცით, როგორ შეიძლება წაეწყოს გემრიელი ზაფხულის წვიმები და არ გაჩერდეს სამი, ოთხი, ან თუნდაც 7 დღე.  ამ დროს მთელი ქალაქი პირდაპირი გაგებით წვეთავს.  "კარგად" დაგებული ქვაფენილები კი ქრება და ერთ დიდ, ბინძურ მასაში უჩინარდება.

ე.წ. ჟოლუბები ხან რომელ სართულზე წყდება, ხან გახვრეტილია და ათასი სხვა ხრიკებით დაზიანებული, პირდაპირ თავზე გაპკურებს წვიმას. ნუ გარე უბნები ცალკე თემაა, რომლებიც არც თუ ისე გარეა, რადგან 5-10 წუთის მანძილია და იოლად იფარება. იქ, როგორ უხარიათ ზაფხულის დატბორვათა ციკლი ვიცით... რა თქმა უნდა „უხარიათ“ აქ მწარე სიტყვაა, ირონია დავარქვათ.  ხოდა, ზოგი ნიჩბებით შეიარაღებული ემზადება სეზონისთვის და ზოგი კიდე როგორ, გააჩნია ფანტაზია და იუმორი სადამდე მაღლდება.  ისე,  მაგრად მომწონს ის ხალხი, ვინც იუმორით მაღლდება ნებისმიერ გრელანდიაზე, ანუ აბსურდულ სიტუაციებზე. ხო, ნუ ასეთია წვიმის და ქალაქის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. 

ბიჭოო, ქალაქში, სადაც ძალიან ბევრი წვიმა მოდის, რაღაცა ხომ შეიძლება გამართო და არა აღმართო სართულებში.  ნუ, თუ იმ პრინციპით ვართ, რომ სიმაღლეზე ვერ მოგვწვდება წვიმა, კი ძმაო.  მართალია ის ბაბილონელი ენაარეული ხელის მომწერი ნაჩალნიკ-მოხელე, რომელსაც ვერ ვასწავლეთ ქალაქის ენა.

არადა ბლოგს იმაზე ვწერდი, როგორი ფასებია ზაფხულში ბათუმში.  ხოოდა, ცოტა გამექცა თემა, მაგრამ მაინც საჭირო წერტილებს შევეხე, მთლად ჯი-ს თუ არა, ახლო-მახლოს მაინც. :D

ხოოდა, სპეციალურად წავიკითხე The Independent-ის სტატია „იაფი ლოკაციები ევროპაში“, ჩემი მოსაზრების განსამტკიცებლად, თუ როგორი ძვირია ბათუმი ზაფხულში, იმ სერვისების გათვალისწინებით, რასაც სთავაზობს დამსვენებელს და შედარების პრინციპით წავედი. 

სტატიაში ეწერა, მარტივად რომ გითხრათ, რა დაგიჯდებათ ევროპის ქალაქებში შაბათ-კვირის გატარება.  გამომრჩა მთავარი, აქ „კურორტნიკ“ ქალაქებზეა საუბარი, სადაც ზღვა და „გულავია“...   სტატიაში საუბარია იმაზე,  თუ რა დაგიჯდებათ ფინჯანი ყავა,  ლოკალური წარმოების ლუდი, ბოკალი ღვინო, 2 კერძისგან შემდგარი სადილი  და ასეთი დეტალები.   მაგალითად, იგივე შავი ზღვის კურორტ  „სანი ბიჩ“-ზე, რომელიც ბულგარეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, ერთი ბოკალი ღვინო -  3 ლარია.  პორტუგალიის  სამხრეთით მდებარე კურორტ „ალგარვი“-ზე იგივე ღვინო კი, დაახლოებით 3 ლარი და 50 თეთრია. ჩამონათვალში ასეთი კურორტები ბევრია. იგივე ხორვატიაში, ესპანეთში, საბერძნეთში და ა.შ.  ეს ის ქვეყნებია, რომელებიც ევროპაში ზღვასთან, მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება და რაც მთავარია, ასოცირდება იაფიან დასვენებასთანაც.

ლოკალური წარმოების პროდუქცია, რომელიც  ბევრია პოლონეთში - რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი და ა.შ.  ფასები კატასტროფულად იაფია.  აქ კატასტროფა კარგი გაგებითაა ნათქვამი, თუ შეიძლება ასე გამოიხატოს გაოცება.  ჩვენთანაც, ჩვენი წარმოების პროდუქცია, არა მგონი ძალიან ძვირი იყოს, მაგრამ, როდესაც ეს პროდუქცია ხვდება  ქალაქის კაფეებში,  ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურებსა და სხვა ტურისტულად დატვირთულ ადგილებში, ფასები 3- ჯერ და ხშირ შემთხვევაში, მეტჯერაც იმატებს.  ეს უცებ გამდიდრების ცდუნების ტაიფუნს კი გვაქვს , მაგრა შუბლზე ძარღვიც გვაქვს?!

ხვდებით, ხო რაზეც ვლაპარაკობ?  ის, რომ პლაჟიდან ამოხვალ, ჯიხურში წყალი გინდა და ხვდები, რომ სამმაგი უნდა გადაიხადო... და მსგავსი უმსგავსობანი.  ანალიტიკოსად ვერ გამოდვგები, უბრალოდ ჩავწერე ის, რაც მეხება მე და ყველას. 

ეს ტურისტების გაბითურებაზე დამყარებული ეკონომიკა,  პირადად მე არ მომწონს.  კიდევ ის არ მომწონს, რომ ტურისტები მიდიან, ფასები კი ზაფხულის რჩება.  მზე აღარ გათბობს და ცივ გონებაზე ხვდები,  ამათ შიგ ოქრო ხო არ ააქვთ.  თუ გვინდა ერთჯერადი ტურიზმი, მაშინ იდეალურია ფორმულაა -  „მოიზიდე და იძალადე“. 

ხოო, რაც შეეხება პლუსებს, რაც კენწეროშია და ატკბობს. ალბათ, ამ ქალაქის ყველაზე დიდი პლუსი  უნდა ვიყოთ ჩვენ!  საზოგადოება - ხმამაღალი სიტყვით.  ვფიქრობ, ისე თუ ასე ვყალიბდებით, ამ სიტყვის შინაარსად.

დასკვნა:

 „კუკურუზუ ნი ხატიტე კაცები“... წვიმა, ტყლაპო, ფასები....  არ გამოვა არაფერი, თუ არ გადაფასდები. 

გიორგი ლორია

რადიო ბლოგი

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი