პროდუქციაზე ფასების მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

03 ივნისი 2019, 16:56 444 ნახვა

საქართველოში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, პროდუქციაზე ფასების მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფლაციის დონემ - 4,7 % მიაღწია. მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ  0.5 % შეადგინა.

შედეგად, მოქალაქეებს  ჯანდაცვის მიმართულებით მომსახურების მიღება 3%-ით გაუძვირდათ. 

რაც შეეხება პროდუქტებს, ინფლაციის, იგივე ფასების მატების კოეფიციენტი,  ყველაზე მეტად - თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელებზე აისახა და პროდუქციის ღირებულება 21.1%-ით გაიზარდა. სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ კი 7,9 %-შეადგინა. 

გაიზარდა ბოსტნეული და ბაღჩეულის ღირებულებაც - 33.7 პროცენტით, თევზეულზე - 13.5 %-ით. ასევე, გაძვირდა პური და პურპროდუქტები - 11.6 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 7.2 პროცენტით.

ფასების ცვლილება დაფიქსირდა მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაზეც - და მატებამ 4.8 პროცენტი შეადგინა. 

3,2 %-ითაა მომატებული ფასები ტრანსპორტის ჯგუფში. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე  და სატრანსპორტო მომსახურებაზეც. 
ფასნამატმა დასვენების, გართობისა და კულტურის მიმართულებით 4,6 % შეადგინა. 

ერთადერთი, რაზეც ბოლო 5 თვეში ფასების კლება დაფიქსირდა, საქსტატის ინფორმაციით ხილი და ყურძენია (-19.9 პროცენტი).

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი