მშვიდობის შენარჩუნების მოტივით, ინდონეზიაში Facebook-ი დაბლოკეს

23 მაისი 2019, 17:29 1982 ნახვა

სოციალურ მედიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. TechCrunch-ი ინფორმაციით ინდონეზიაში ოფიციალურმა უწყებამ საკომუნიკაციო საშუალებების - Facebook-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა.

მომხმარებლები ვერ შეძლებენ ფოტოების, ვიდეოებისა და ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის სერვისით სარგებლობას.

ინდონეზიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ,,მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლება შეზღუდავს ხელმისაწვდომობას სოციალური მედიისთვის და გარკვეული ფუნქციების გამორთვით".

ფაქტი 17 მაისს მომხდარ საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, რაც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს.

სტატისტიკის მიხედვით, 200 მილიონზე მეტ მომხმარებელზე ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

Facebook-ი, WhatsApp-ის და Instagram-ის ოფიციალური წარმომადგენლობა, საკომუნიკაციო აპლიკაციების დაბლოკვას არ ადასტურებს 

ანა ახალაძე
მულტიმედიური ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში