ხვალ საქართველოში 35 გრადუსამდე დაცხება

15 მაისი 2019, 10:20 845 ნახვა

ხვალ, 16 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობზე ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში კი +29, +31 გრადუსი იქნება. 

მზიანი და ცხელი დღე იქნება აჭარის, როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში. მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი დაფიქსირდება.

ზღვის წყლის ტემპერატურა არც ისე მაღალი, 16 გრადუსია. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კი მკვეთრად მოიმატებს და ინდექსით #9 იქნება. მოქალაქეებმა, შუადღის საათებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან თავი უნდა შეიკავონ.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი