ინციდენტი სკოლაში

28 მარტი 2017, 20:00 822 ნახვა

ბათუმის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. გუშინ, 14 საათზე, სკოლის ეზოში მშობელმა შვილის თანასკოლელს, მეორე კლასის მოსწავლეს სცემა.  ჩვენი ინფორმაციით,  ინცინდენტის შემდეგ სკოლის მანდატურმა და დირექციის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს.   ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ ეძებს მშობელი შვილის სკოლელს სხვადასხვა სართულზე, შემდეგ კი ეზოში პოულობს მას და უსწორდება. გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე, დღეს კი პედაგოგების დაკითხვა იგეგმება.   აჭარის განათლების სამინსტრო ფაქტს ადასტურებს. უწყებაში  აცხადებენ,  რადგანაც საქმეში ერთ მხარეს მშობელი წარმოადგენს, საქმის გამოძიება პოლიციის პრეროგატივაა და ამ ნაწილში განათლების სამინსტრო ვერ ჩაერევა.

ნონა დიასამიძე

 

ამავე კატეგორიაში