პრემიერის განცხადება

15 აგვისტო 2016, 00:00 2311 ნახვა

“საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო კლიპს. კვირიკაშვილის თქმით, დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. პრემიერი მიესალმება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი