ენმ-ს მოთხოვნა

14 მარტი 2017, 20:00 786 ნახვა

 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიასთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან იმ მასალის ამოღებას  ითხოვენ, სადაც, მათი თქმით,  ბათუმში განვითარებული მოვლენებია დაფიქსირებული. ისინი, ასევე, საქმეში ”აჭარის ტელევიზიის” მიერ გადაღებული ვიდეომასალების მტკიცებულად დართვას  ითხოვენ. ოპოზიციის წამომადგენლებმა ჟურნალისტებს 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია წარმოადგინეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, 11 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 40 წუთზე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ასევე, დეპუტატები შევიდნენ. ბაგრატიონის შეფასებით, მათ დაკავებულების გასათავისუფლებელი სამართლებრივი გზა არ იცოდნენ, ამით კი ხელისუფლებამ თავისი უსუსურობა და არაკომპეტენტურობა გამოაჩინა.

ამავე კატეგორიაში