ცესკო-ს საინფორმაციო ბრიფინგი

06 ოქტომბერი 2016, 20:00 902 ნახვა

ცესკო-ს საინფორმაციო ბრიფინგი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს საინფორმაციო ბრიფინგზე 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი შეაჯამა. 
როგორც თამარ ჟვანიამ განაცხადა, ხვალ, 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება და ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. 
   მისივე თქმით, ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს, ასევე,  ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის უნდა გააკეთოს. 
     ”3 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ, 40 ქვეყანაში სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.
     არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი.
 

ამავე კატეგორიაში