ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა 19:00 საათზე დასრულდება

06 ოქტომბერი 2016, 20:00 1032 ნახვა

ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა. ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, ყუთით ხმის მიმცემი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში შეყვანილი ამომრჩევლების 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე იმ შემთხვევაში დგება, თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლია, პატიმრობაშია, მათ შორის ადმინისტრაციულში, საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში წევს და მასში საარჩევნო უბანი არ იხსნება. გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმას, ასევე, აძლევს საარჩევნო უბნიდან შორს განლაგებული სახელმწიფო საზღვრის სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში მსახური პირი.

ამავე კატეგორიაში