შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობა სოფელ კვირიკეშიც

27 ივლისი 2016, 20:00 876 ნახვა

შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს სოფელ კვირიკეშიც. პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარს ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში აგებენ. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გზა 5 ათას 690 კვ.მ-ზე მოეწყობა. კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულისთვის 117 ათას 629 ლარია გათვალისწინებული, აცხადებს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

ამავე კატეგორიაში