იალაღებზე ელექტროენერგიის გასაყვანად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

11 ივლისი 2016, 20:00 824 ნახვა

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუახევის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამგეობამ გასულ წელს 130 ათას ლარად შეძენილი მილები, რომლებიც იალაღებზე ელექტროენერგიის გასაყვანად უნდა გამოეყენებინა, ამ დრომდე უფუნქციოდ დატოვა. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე სოსლან ზოიძის თქმით, სამუშაოები წელსაც ვერ მოესწრება, მილები კი უკვე გამოუსადეგარი იქნება. ბრალდებებს შუახევის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი პასუხობს. ედნარ შარაშიძე განმარტავს, რომ მილების შესაძენად თანხა 2015 წლის ბიუჯეტში იყო გაწერილი, სამუშაოების ჩასატარებლად კი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი. მისივე თქმით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ავტორი: მაიკო ფუტკარაძე

ამავე კატეგორიაში