ახალი სამსახურები ბათუმის ავტოტრანსპორტში

27 ივლისი 2018, 00:00 6129 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი საბარათე სისტემაზე გადადის – ანუ რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებიდან მგზავრები ქაღალდის ბილეთებს ვეღარ იყიდიან ავტობუსებში, მათ მგზავრობა მხოლოდ ბარათებით შეეძლებათ.

მძღოლები, განსაკუთრებით ტურისტებისთვის, მოსალოდნელ დისკომფორტზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან მისამართები სადაც ბარათების შეძენაა შესაძლებელი, ავტობუსებში ქართულ ენაზეა დატანილი.

ამასთან კიდევ ერთი ცვლილება კონდუქტორებს ეხებათ, ეს პოზიცია საერთოდ უქმდება. რა ახალ სამსახურებს ქმნის ავტოტრანსპორტი და რა შეთავაზება აქვს უწყებას შემცირებულ თანამშრომლებთან?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში