პრეზიდენტი ბელგიის პრემიერს შეხვდა

09 ივლისი 2016, 00:00 2161 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კულტურული ურთიერთობებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ისაუბრეს ასევე საქართველოში ბელგიის სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე. გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისა და “იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ” გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

ამავე კატეგორიაში