სარფში უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს

23 მარტი 2018, 00:00 2081 ნახვა

40 კგ ოდენობის ოქროს და ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი ამოიღო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. არადეკლარირებული თანხის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

ფაქტზე დაკავებულია აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე, რომელიც არადეკლალირებული საქონლის შემოტანას ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით. 

ამავე კატეგორიაში