ახალი სასტუმროს მშენებლობა

30 ივნისი 2016, 00:00 5125 ნახვა

გმირთა ხეივანში სასტუმრო, დარ თაუერის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 411 ნომრიანი სასტუმრო და ასევე საცხოვრებელი აპარტამენტები, კაზინო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები,  ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სასეირნო ბილიკები და მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. პროექტით არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. გმირთა ხეივანში ეს უკვე მეორე საინვესტიციო პროექტია. ხეივანში არსებული 3 ჰექტარი ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი