ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა

24 ივნისი 2016, 00:00 1331 ნახვა

დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები საგანგებო შეხვედრებს მართავენ. ხვალ ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს. მაშინ, როდესაც მსოფლიო ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებით შოკირებულია, ქემერონი არასწორად მიიჩნევს იმ გემის კაპიტნად დარჩენას, რომელმაც კურსი სხვა მიმართულებით აიღო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მესამე საყოველთაო რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობა 72 პროცენტი იყო.

ამავე კატეგორიაში