საკონსტიტუციო სარჩელი

15 ნოემბერი 2017, 00:00 2360 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების, როინ მიქელაძისა და გიორგი ბურჯანაძის სარჩელის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. მოსარჩელე მხარე  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოწმეთა დაკითხვის წესს ასაჩივრებს.
 

კონკრეტულად კი, მათი განმარტებით 2009 წელს მიღებული კანონის თანახმად  მოწმეთა იძულებითი დაკითხვა საგამოძიებო ორგანოების მიერ მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. თუმცა მათივე თქმით, არსებობს ისეთი გამონაკლისი შემთხვევები, როცა მოწმის იძულებით დაკითხვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ხდება.  

მოსარჩელები მიიჩნევენ, რომ ეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის ნორმებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი