საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ჩემპიონობისთვის იბრძვის

02 ნოემბერი 2017, 00:00 3221 ნახვა

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ჩემპიონობისთვის იბრძვის. მეხუთე ტურის შედეგებით, გუნდი სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერია და 8 ქულით მეორე ადგილზეა.

გუშინ საქართველოს ნაკრებმა სომხეთის გუნდი 4:0 დაამარცხა. ხვალ საქართველო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს უკრაინას შეხვდება, რომელსაც ასევე 8 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრებში ორი ბათუმელი მოჭადრაკე სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი არიან. გუნდში არიან ასევე ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.

რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, საქარველოს ნაკრები 5 ქულით მეოცე ადგილზეა. ისინი ხვალ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ევროპის გუნდური პირველობა საბერძნეთში ტარდება. მასში 32 გუნდი მონაწილეობს. 

ამავე კატეგორიაში