წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან

28 სექტემბერი 2017, 00:00 2041 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატმა კურტანიძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. ოჯახს 2 წლის წინ შემწეობა შეუწყდა. ისინი მიზეზად სახლში ჩატარებულ სარემონტო სამუსაოებს ასახელებენ, რომელიც მათი თქმით  ნაჩუქარი სამშენებლო მასალებით შეასრულეს. ოჯახში შშმ პირი ცხოვრობს, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რის გამოც  მშობლები მუშაობას ვერ ახერხებენ.

სოციალური დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქულების გამოთვლა ელექტრონულად ხდება, ოჯახმა კი დახმარების მისაღებად სააგენტოს თხოვნით განმეორებით უნდა მიმართოს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში