სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს

25 სექტემბერი 2017, 00:00 3622 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღები ჯგუფის მიმართ თურქი მებაჟეების მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე.  

ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია პოლიციის გონიოს განყოფილებაში იმყოფებიან. საქმესთან დაკავშირებით ისინი სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხებენ.  

პოლიციაში გადამღები ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძესთან ერთად  მივიდნენ.

ამავე კატეგორიაში