აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის სხდომა

10 ივნისი 2016, 00:00 3961 ნახვა

"ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა საკითხები - ისტორია და თანამედროვეობა" - ამ სახელწოდებით სამეცნიერო კონფერენცია და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართა. სადაც აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის შექნის შესახებ იმსჯელეს და მის ხელმძღვანელად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვანო პაპუნიძე აირჩიეს. სხდომაზე აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულ-აფხაზურ ურთერთობებში შეტანილი წვლილისათვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯილდოთი ავთანდილ ბერიძე დაჯილდოვდა. კონფერენცია ხვალ ხიჭაურში, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტში გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში