შსს: ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები

18 მაისი 2017, 00:00 2212 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით  ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას  სახლში ჩხრეკის  დროს ბინიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული.

უწყების განცხადებით ექსპერტიზაა დანიშნული  და გამოძიება 238-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით  ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას ადვოკატიც ესწრებოდა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

"

კრიმინალისტებმა უკვე დატოვეს წოწორიების სახლი, ოჯახის წევრებმა  კომენტარი არ გააკეთეს და ჟურნალისტებს თხოვეს დაეტოვებინათ ტერიტორია. "გთხოვთ დატოვოთ ტერიტორია, ყველაფერი კარგად არის" - განაცხადეს ოჯახის წევრებმა.

პირად საუბარში კი განმარტეს, რომ სამართალდამცავების ნაწილი კვლავ რჩება შენობაში და მიმდინარეობს პროცედურები. 

 

 

ამავე კატეგორიაში