საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

05 მაისი 2017, 00:00 2537 ნახვა

არადემოკრატიული, დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემა და კონსტიტუცია – ირაკლი კობახიძის თქმით სწორედ ასეთ უზენაეს კანონს ცვლიან დეკმოკრატიულით. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრებმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ სახალხო განხილვაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, თქვა რომ ხალხის მოტყუებას მათემატიკაში ცდილობენ. საკონსტიტუციო კომისიას და დაგეგმილ ცვლილებებს, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად, ღიად ეწინააღმდეგება პრეზიდენტი, რომელიც პირველივე განხილვას ვერ დაესწრო. ერთი თვის განმავლობაში კომისიის წევრები, ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს შეხვდებიან.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში