სპორტული ბაზის მშენებლობაზე ტენდერი არ შედგა

01 მარტი 2017, 00:00 2453 ნახვა

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლის მიხედვით ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების სამუშაოები უნდა შესრულდეს არ შედგა. როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და გასული წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანია ,,ენერგო სექტორ მშენმა” ვალდებულება არ შეასრულა და სამუშაოები შეაჩერა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი