აჭარის   ჩემპიონატი   ჭადრაკში

24 თებერვალი 2017, 00:00 2381 ნახვა

ჭადრაკში აჭარის ჩემპიონატი დაიწყო. გამარჯვებულები სამ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდებიან. პირველობა 28 თებერვალს დასრულდება. პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. სხვა პრიზიორებს კი თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. ტურნირში ასამდე ბავშვი მონაწილეობს. ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი ჭადრაკის ფედერაციისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. 

ამავე კატეგორიაში