ბზობის დღესასწაული - ბზა მშვენიერი მცენარე, ნუ გავანადგურებთ მას

11 აპრილი 2022, 22:39 10082 ნახვა

ბზობის დღესასწაული - ბზა მშვენიერი მცენარე, ნუ გავანადგურებთ მას

ბზობის დღესასწაული გვიახლოვდება და ამ პერიოდში ნედლი ბზის მოჭრის უკანანო ფაქტები იმატებს,  ამის წინააღმდეგ ბრძოლა მარტივადაა შესაძლებელი, თუ თითოეული ჩვენგანი ქოთანში გავახარებთ ბზის რტოს. ასევე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის, რომ სავალდებულო არ არის, მთლიანი ხე წავიღოთ ოჯახში, ერთი ტოტიც  საკმარისია.

ბოლო წლებში სხვადასვა მავნებლების შედეგად დიდი ზიანი მიადგა ბზას, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ბუნების ენდემია და საჭიროა მასზე გაათმაგებული მზრუნველობა.

ბზის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და სააღდგომოდ არსებულ რეგულაციებზე, გადაცემაში დღეს დასმულ კითხვებზე გვპასუხობს,  ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ხაბეიშვილი