საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი ჩხაიძის გუნდი ირლანდიის ნაკრებს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დღეს 27 ივნისს 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველო 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო ირლანდია 8 ქულით მესამეზე არის და ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის.
მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "YouTube" არხზე იხილავთ.