დასაქმებებულები კომპანიას სამი თვის ანაზღაურებას სთხოვენ

06 მაისი 2022, 14:20 1237 ნახვა

კომპანია ''ზიმო 7''-ის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურება ბოლო 3 თვეა არ მიუღიათ. ხელმძღვანელები არც გათავისუფლების ბრძანებას აწერენ ხელს და შესაბამისად არც კომპენსაციას უხდიან. ზიმო 7- ის წარმომადგენელსა და თანამშრომლებს შორის 1 საათიანი დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა. გაღიზიანება გამოიწვია მედიის გამოჩენამაც.

მოგვიანებით ადვოკატმა განმარტა, რომ დასაქმებულების მიმართ ნამდვილად არსებობს დავალიანება და დამსაქმებელი პასუხიმგებლობას არ გაურბის. პრობლემები კი ქვეყანაში შექმნილ ინფლაციას და სამშენებლო მასალების გაძვირებას უკავშირდება. რის გამოც ტენდერით აღებულ ვალდებულებებს კომპანია ვერ ასრულებს.

ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ორშაბათიდან თანამშრომელთა დავალიანების დაფარვა დაიწყება. აქციის მონაწილეებმა დამსაქმებელს ჯამში პრობლების მოსაგვარებლად 1 კვირიანი ვადა მისცეს.

წინააღმდეგ შემთხვევებში ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ. ჯამში ხელფასი არ აუღია 400 მდე თანამშრომელს,

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი