სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ქართული რეკორდი გააუმჯობესა.
მილუოკი ბაქსის ქართველმა ფორვარდმა კლივლენდ კავალიერსთან მატჩში 28 ქულა ჩააგდო და 1 ქულით გააუმჯობესა ზაზა ფაჩულიას რეკორდი.
ზაზამ 27 ქულა 2007 წლის 7 მარტს ვაშინგტონ უიზარდს ჩაუგდო.
მამულაშვილმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 43 წუთში 28 ქულას 13 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გარდა სარეკორდო ქულევისა სანდრომ NBA-ში პირველი ორმაგი დუბლიც შეასრულა.
მიუხედავად ქართველის კარგი თამაშისა მილოუკი 115:133 დამარცხდა.
ამ დროსთვის მილუოკი 51 მოგებით და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება და ფლეოფისთვის დაიწყებს მზადებას.