"JYSK"-ი რუსეთის ბაზარს სრულად დატოვებს

30 მარტი 2022, 17:49 787 ნახვა

დანიური კომპანია "JYSK"-ი რუსეთის ბაზარს მთლიანად დატოვებს, - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს.

რუსეთში "JYSK"-ის მაღაზიების ოთხი კვირით დახურვის შემდეგ, "JYSK" მთლიანად დატოვებს რუსეთის ბაზარს“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ბიოგმა.

აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 31 მარტიდან რუსეთში JYSK-ის მაღაზიები დროებით გაიხსნება გაყიდვების განსახორციელებლად. ნივთების ამოყიდვის შემდეგ მაღაზიები სამუდამოდ დაიხურება.

3 მარტიდან რუსეთში JYSK-ის ყველა მაღაზია დაკეტილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი