ბელორუსებს სთავაზობენ ფულს და რუსეთში სწავლებას ომში მონაწილეობის სანაცვლოდ - უკრაინის დაზვერვა

23 მარტი 2022, 13:27 536 ნახვა

უკრაინის ომში მონაწილეობისთვის ბელორუსებს სთავაზობენ ხელფასს თვეში 1000-1500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე შეღავათებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის. ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები სწავლობენ ბელორუსის სამხედროების მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს.ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ბელორუსი სამხედროები მონაწილეობა მიიღონ უკრაინასთან ომში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ არიან ბელორუსის შეიარაღებული ძალების ნაწილი.

"სპეციალური ამოცანების" შესრულებისას ბელორუსებს სთავაზობენ ფულად დახმარებას თვეში 1000-1500 აშშ დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, შეღავათების სწავლის დასაფინანსებლად"-აცხადებენ თავდაცვის სამინსიტროს დაზვერვის სამმართველოში.

მათივე განცხადებით, ასეთი შემთხვევები უკრაინულმა დაზვერვამ დააფიქსირა ბელორუსის შეიარაღებული ძალების 103-ე საჰაერო სადესანტო განყოფილებაში და გომელის სასაზღვრო ჯგუფში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი